სიმპოზიუმის ორგანიზატორი:
კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA)
თანაორგანიზატორები:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
გვაქვს პატივი, მოგიწვიოთ XVI საერთაშორისო სიმპოზიუმზე –
რომელიც ჩატარდება 2023 წლის 27-29 სექტემბერს.
სიმპოზიუმი ინტერდისციპლინურია.
სიმპოზიუმის თემაა:
„სოციალისტური რეალიზმის ეპოქა ლიტერატურასა და ხელოვნებაში“
სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს სექციები:
- სოციალისტური რეალიზმი. ტერმინი, პროცესი, მიმდინარეობა
- სოციალისტური რეალიზმი და საბჭოთა დისკურსი
- სოციალისტური რეალიზმის მოდელები და ფორმები
- სოციალისტური რეალიზმი „ადამიანური სახით“
- სოციალისტური რეალიზმი და მეტაფორული აზროვნება
- სოციალისტური რეალიზმის პოეტიკა და პოლიტიკა
- ხელოვნება და სოციალისტური რეალიზმი
სიმპოზიუმის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა (იხ. დანართი), და ატვირთოთ თეზისები, შემდეგ მისამართზე: tbilisisymposium2020@gmail.com
სიმპოზიუმზე რეგისტრაცია დაიწყება 1-ლი მარტიდან.
თეზისიები იტვირთება ორ ენაზე: ქართულად და ინგლისურად
(ყურადღება მიაქციეთ ინგლისური ტექსტის ხარისხს!)
მოცულობა – 250 სიტყვა. ორივე ენაზე შრიფტი – Sylfaen. შრიფტის ზომა – 10, ინტერვალი – 1;
*თეზისების ატვირთვის ბოლო ვადა – 30 ივნისი, 2023.
*არასწორად ატვირთული თეზისები და სარეგისტრაციო ფორმა არ განიხილება!
სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტი იტოვებს მონაწილეთა შერჩევის უფლებას.
შედეგების შეტყობინების ბოლო ვადა – 20 ივლისი;
შერჩეული მონაწილეებისათვის დაწესებულია სარეგისტრაციო გადასახადი.
იხ.: https://www.litinstituti.ge/16-saert-bmulebige.html
სიმპოზიუმის დასრულების შემდეგ გამოიცემა სიმპოზიუმის მასალების კრებული (ელექტრონული და ბეჭდური), რომელსაც მიენიჭება DOI სარეგისტრაციო ნომერი და განთავსდება GOOGLE SCHOLAR-ის ბაზაში.
რჩეული მოხსენებები, სტატიების სახით, დაიბეჭდება საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალში „სჯანი“, რომელიც განთავსებულია CEEOL, VABB-SHW, ERIH PLUS-ის და EBSCO-ს ბაზებში.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტს აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: tbilisisymposium2020@gmail.com